ანგელა მერკელის პრესსპიკერი: საბერძნეთთან დახმარების პროგრამაზე ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ იგეგმება

დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ იგეგმება, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერი, შტეფან ზაიბერტი იტყობინება. "საბერძნეთთან მოლაპარაკებების კარი კვლავ ღია რჩება, თუმცა, ამ ეტაპზე მისი დაწყება მათ არ შეუძლიათ. ბერძენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებების დაწყების პირობები დახმარების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით არ არის დაკმაყოფილებული", - განაცხადა შტეფან ზაიბერტმა.

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.