2024 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ბაზარს რეკორდული მოცულობით დოლარი მიაწოდა.
მხოლოდ ერთ თვეში სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 213.4 მლნ დოლარი გაყიდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი 377.7 მლნ დოლარი. ჯამში სებ-მა მხოლოდ ერთ თვეში ბაზარს 591.2 მლნ დოლარი მიაწოდა.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონებზე ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 382.1 მლნ დოლარი, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი 484.2 მლნ დოლარი, სულ წელს სავალუტო ინტერვენციებმა 866.3 მლნ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს BMatch-ის პლატფორმით და სავალუტო აუქციონებით ახორციელებს. BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია.