სებ-მა ნოემბერში რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო

სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა დოლარის შესყიდვა დაიწყო. როგორც სებ-მა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო.

ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.

„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ამასთან, როგორც სებ-ში განგვიმარტეს, სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოგვაწოდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.