ისრაელის 43 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა - რამდენს ეთქვა უარი

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ისრაელის 43 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა ისრაელის ორ მოქალაქეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-2023 წლების 12 თვესთან შედარებით, წელს ათ თვეში უფრო მეტმა ისრაელის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საქართველოს მოქალაქე გახდა ისრაელის 34 მოქალაქე, 5-ს კი უარი ეთქვა. რაც შეეხება 2022 წელს, ამ პერიოდში მოქალაქეობა მიიღო 31-მა პირმა, 1-ს კი უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

მერი ტაბატაძე