რუსთავის ავტობაზრობა აუქციონზე იყიდება

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია რუსთავის ავტობაზრობა, რომლის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარია.

როგორც eauction.ge-ს განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აუქციონზე გამოტანილია „რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA საქართველოში" ჯგუფში შემავალი საწარმოთა სრული კომპლექსი, მათ შორის შპს "მიკადო ჯორჯია", შპს "რუსთვის ავტობაზრობა" კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა, შპს "რუსთავ ტერმინალ პლიუსი" და შპს რუსთავ კომფორტი სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად.

”კომპანია PricewaterhouseCoopers(PWC) მიერ მიმდინარე წლის ივნისში „AUTOPAPA“ ჯგუფის მეწარმეთა ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის თანახმად, ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი განისაზღვრა 41,7-დან 54,1 მილიონ ლარამდე. PWC-ის ექსპერტთა აზრით, "AUTOPAPA" მეწარმეთა ჯგუფის მაქსიმალური სავარაუდო ღირებულება, შესაძლებელია შეადგენდეს 76,9 მილიონ ლარამდე”, - ნათქვამია eauction.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.

რუსთავის ავტობაზრობა ამჟამად ბელიზში დაფუძნებულ CARTEX TRADING LIMITED-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მფლობელი უკრაინული პრივატ ჯგუფი იყო.