გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრებას ახალ საცხოვრისში განაგრძობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მერიამ მათ ხის კოტეჯები საკუთარ მიწის ფართობზე აუშენა.
„ახალი საცხოვრისები ოჯახებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიულოცეს.
2024 წელს ხის კოტეჯები მერიამ ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკსა და მეჯვრისხევში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს აუშენა.
ორი ოჯახი წლების განმავლობაში ავარიულ სახლებში ცხოვრობდა, სამ ოჯახს კი მერია ქირის საფასურის უხდიდა.
ხის კოტეჯებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფას მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.