„ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლონ შვებულებით - პრობლემურია ბიულეტენით გამოყენებული დღეების ანაზღაურებაც“

„ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას ისარგებლონ შვებულებით, ან ხშირად ეს არის უფრო მცირე ხანგრძლივობის, ვიდრე კანონი ადგენს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უფლებრივი მდგომარეობა. ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნულ სექტორში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა.

„პრობლემურია შვებულების თემა. ჩვენთან, ტრადიციულად, ზაფხულში სარგებლობენ შვებულებით და როგორც კი იწყება ეს პერიოდი, აქტუალური ხდება შვებულებებთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას ისარგებლონ შვებულებით, ან ხშირად ეს არის უფრო მცირე ხანგრძლივობის, ვიდრე კანონი ადგენს.

არის კვლავ აქტუალური ჯანდაცვის სფეროში ე.წ უხელფასო შვებულებები. ადამიანებს აძლევენ ორ კვირიან შვებულებებს და ამასაც არ უნაზღაურებენ.

ბიულეტენებით სარგებლობა კვლავ გამოწვევაა, მაგალითად, გამოყენებული დღეების ანაზღაურება კვლავაც პრობლემად რჩება“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მერი ტაბატაძე