საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება

1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი, ცვლილებები შემდეგნაირად შედის ძალაში:

პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდე განისაზღვრა.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, აქ შესვლა 10-დან 19 საათამდე შეგეძლებათ, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან - 10-დან 18 საათამდე.

ცნობისთვის, თითოეულ მათგანი ვიზიტორებს მთელი კვირის განმავლობაში მოემსახურება.

ეკა დარჩიაშვილი