საქართველოში იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის - რა ფასად ვყიდულობთ

2024 წლის დეკემბერში რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამჯერ - 27,9-დან 88,7 დოლარამდე იზრდება. იმის გამო, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის, გამორიცხული არ არის, რომ დეკემბრიდან ზეთზე ფასი ქართულ ბაზარზეც გაიზარდოს.

რაც შეეხება არსებულ მაჩვენებელს, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 10 თვეში ქვეყანაში 40.194 მლნ დოლარის ღირებულების 38 030 ტონა ზეთი (ერთი ლიტრის ღირებულება გადასახადების გარეშე 1.05 დოლარი) შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 35.661 მლნ დოლარის 32 871 ტონა (1 ლიტრი - 1.1 დოლარი).

Top-3 ქვეყნა, სადაც საქართველომ 2024 წლის 10 თვეში მზესუმზირის ზეთი იყიდა:

  • რუსეთი - 34.006 მლნ დოლარის 33 296 ტონა (ერთი ლიტრი - 1.02 დოლარი)
  • უკრაინა - 4.496 მლნ დოლარის 3 517 ტონა (ერთი ლიტრი - 1.27 დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 1.247 მლნ დოლარის 959 ტონა (ერთი ლიტრი - 1.3 დოლარი)

ამასთან, საქართველომ წელს შედარებით მცირე მოცულობით მზესუმზირის ზეთი იყიდა - უნგრეთში, თურქეთში, იტალიასა და ა.შ.

იხილეთ ასევე: რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამმაგდება