პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც სესიაზე უნდა გავიდეს, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდა.

საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის მიერ ირჩევა.