სოფელ გუბში ჯილეხზე ცხოველების ვაქცინაცია მიმდინარეობს

ხონში, სოფელ გუბში ჯილეხის გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდა, - ამის შესახებ იმერეთის რეგიონის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ჭლიკაძემ განაცხადა.

როგორც ჭლიკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯილეხის შემთხვევის აღმოსაფხვრელად ხონში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა. ,,სურსათის უვნებლობამ მიმართა ადგილობრივ გამგეობას კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით. სოფელ გუბში ცხოველების ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება ჯილეხისგან დაცემულ პირუტყვს, მოხდა მათი ლეშის დაწვა. სურსათის უვნებლობა ყველა იმ ღონისძიებას ატარებს, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ასევე ხონში ორივე სასაფლაო გაფრთხილდა ჯილეხის დაავადებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ფიქრია ჭლიკაძემ.

სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სოფელში ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი დაიხოცა.