„გზა 4 მეტრით გავაგანიერეთ - გაჩნდა საპარკინგე სივრცე“ - სამხარაულის  ბიუროს მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიმდებარედ არსებული გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჭავჭავაძის 83-ში 4 მეტრით მოხდა არსებული გზის გაგანიერება.

„არსებული საავტომობილო გზა 4 მეტრით გავაგანიერეთ, ჩამოისხა დამჭერი კედლები, რათა მათ უკან არსებულ ფერდს პრობლემა არ შეექმნას. გაჩნდა საპარკინგე სივრცე, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე.

გაჩნდა ტროტუარი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემები, ელექტროგადამცემი ბოძები, რომელთა სადენები მიწის ქვეშ მოექცა. საბოლოოდ გამოვიდა ძალიან მაგარი პროექტი. მსგავსი ტიპის სამუშაოებს ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით განვახორციელებთ“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ეკა დარჩიაშვილი