„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ამ მიზნით პარტიის ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა დაიწყება.
11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.