რომელი კომპანიები ახორციელებენ მეორეული საბურავების რეექსპორტს და სად ყიდიან

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 14.6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 13 489 ტონა მეორეული საბურავები. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

ქვეყანა მეორეულ საბურავებს ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან ყიდულობს.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული საბურავების მაჩვენებლები ასეთია:

  • გერმანია - 3 359 ტონა (3.36 მლნ დოლარის);
  • იაპონია - 2 722 ტონა (3.48 მლნ დოლარის);
  • ბულგარეთი - 1 885 ტონა (1.95 მლნ დოლარის);
  • შვეიცარია - 1 762 ტონა (1.84 მლნ დოლარის);
  • ნიდერლანდები - 1 129 ტონა (1.01 მლნ დოლარის).

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 161 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 180 ტონა საბურავი.

მეორეული საბურავების ექსპორტის დიდი ნაწილი 2 ქვეყანაში ხორციელდება:

  • ყირგიზეთი - 128 ათასი აშშ დოლარის 177 ტონა;
  • სომხეთი - 31 530 აშშ დოლარის 2.08 ტონა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კომპანიებით, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით მეორეული საბურავების რეექსპორტს ახორციელებს. საქსტატის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, top-5 კომპანია ასე გამოყურება:

  • იმ „თემური ქავთარაშვილი“;
  • შპს „გეოიმპექს“;
  • შპს „რექტრანს“;
  • შპს „ყაზბეგი“;
  • შპს „ჰასკი ჯგუფი“.

ცნობისთვის, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება კიდევ ერთხელ, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

იხილეთ ასევე: როდიდან და სად აიკრძალება მეორეული საბურავებისა და ლითონების განთავსება-რეალიზაცია

მერი ტაბატაძე