რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. იგი 2008 წლიდან ადგილზეა. ბიუჯეტი ოდნავ, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე, გაიზარდა“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.