საბერძნეთში ბანკები ხუთშაბათამდე დაკეტილი რჩება

შეზღუდვები რჩება ბანკომატებიდან თანხის გამოტანაზეც

ამის შესახებ საბერძნეთის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ლუკა კაცელიმ განაცხადა. ამასთან, შეზღუდვები რჩება ბანკომატებიდან თანხის გამოტანაზე - დღის განმავლობაში ბერძნებს ბანკომატებიდან მხოლოდ 60 ევროს გამოტანის საშუალება ექნებათ.

საბერძნეთში 29 ივნისიდან ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში ფინანსური სისტემის გადასარჩენად ყველა ბანკი დაიკეტა. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ათენი კრედიტორებს ახალ წინადადებებს შესთავაზებს ვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელსაც დღესვე ევროკავშირის საგანგებო სამიტზე განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.