ლონდონში, გრანერ-სკვერზე ბრიტანელი მხატვრის, ლიზ უესტის ნეონური ნაძვის ხე, Fluorescence დადგეს. ინფორმაციას Dezeen ავრცელებს.
10,7 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე წაგრძელებული ტეტრაედრის ანუ სამკუთხა პირამიდის ფორმისაა.
მისი დიზაინი ფლუორესცენტური ნეონის ფერების ნათელ ზოლებში არის შესრულებული, რომლებიც შავი ხაზებით არის გამოკვეთილი. ღამით ნაძვის ხე ჩაშენებული ულტრაიისფერი ნათურების საშუალებით ანათებს.
თავად ლიზ უესტი აცხადებს, რომ თავისი ნეონის ჩრდილებით Fluorescence-ს სურს, ყურადღება მიიპყროს ქალაქურ გარემოში ადამიანებზე ფერისა და სინათლის გავლენასა და ძალაზე.
ნეონური ნაძვის ხე გრანერ-სკვერზე 2025 წლის თებერვლამდე იდგება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ