PMCG-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში jobs.ge-ზე 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 6.2%-ით ნაკლებია 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
ამავე ინფორმაციით, 2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 47,685 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. 2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.9% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 8,066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.7%-ით მეტია.
2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 10,622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.
2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 8,497 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.