ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, ბათუმის ცენტრალური რკინიგზის მიმდებარედ ახალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება იგეგმება.
ტერიტორიის განაშენიანების გეგმის თანახმად, კორპუსი 49-სართულიანი (მიწისზედა) იქნება. შენობის მაქსიმალური სიმაღლე კი 163 მეტრია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შენობაში საცხოვრებელი ფართი 4300 კვ.მ-ს შეადგენს, ბინების რაოდენობა კი 1500-ით არის განსაზღვრული. ასევე კომპლექსში განთავსებული იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების 4 ერთეული (საერთო ფართი 1000 კვ. მეტრი) ობიექტი (კვების, სავაჭრო და სხვა ობიექტები).
პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „ბათუმი ცენტრალია’’. აღნიშნული კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი შპს „გზა“, ხოლო 45%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაა.