ქუთაისში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიწყეს

ქუთაისში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიწყეს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. კუნძულების მშენებლობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში 10 ადგილას ეწყობა 24 სიჩქარის მარეგულირებელი კუნძული. საერთო ჯამში 2472 კვ.მ. ფართობი. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას და ნაწილობრივ არის სიჩქარის შემზღუდველი საშუალება. პროექტში დაცულია ყველა არსებული სტანდარტი. "იმის გამო, რომ ქუთაისში არარსებობდა სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები და ქალაქში იქმნებოდა ავარიული სიტუაციები, ასევე ქვეითად მოსიარულეს ექმნებოდა საფრთხე, დაიგეგმა მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები. ქუთაისში მისი მოწყობა წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. კუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და გაზრდის მწვანე საფარის მოცულობას. მცენარეების მოსავლელად მოეწყობა სარწყავი სისტემები", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.