დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ - პაპუნა ჯანელიძე საჯარო მოხელეებს მიმართავს

დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი საჯარო მოხელეებს.

მის "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ," - წერს ჯანელიძე.