ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025-ის“ ღონისძიებებისთვის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 3,8 მლნ ლარს გამოყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულებაშია ასახული.
„XVII ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025-ის“ ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 3 800 000 ლარი, ა (ა) იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის გადასარიცხად“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.