საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი ხალხის ნებით უნდა აღდგეს და განვითარდეს - ნინო ზამბახიძე

საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი ხალხის ნებით უნდა აღდგეს და განვითარდეს, - ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს.

მის "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი ხალხის ნებით უნდა აღდგეს და განვითარდეს. ევროპული მომავალი არა მხოლოდ ჩვენი არჩევანია, არამედ პასუხისმგებლობაც, რომელიც მოითხოვს ერთიანობას, სიმტკიცეს და შეუპოვრობას. ევროპა ნიშნავს თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და თანასწორობას – ეს არის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ხალხს გენეტიკურად ახლავს. მათი დაცვა და განუხრელი განვითარება ჩვენი ეროვნული ვალია," - წერს ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს რამდენიმე წლით.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან," - განაცხადა კობახიძემ.