საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. თბი­ლის­ში წუ­ხელ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე წე­რენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვე­ბი.

"მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე 2028 წლამ­დე აჩე­რებს, თბი­ლის­ში პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი, წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი გაზი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ყვი­როდ­ნენ "რუ­სე­ბო", "მო­ნე­ბო" - ასე აღ­წერს "გარ­დი­ა­ნი" ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის პრო­ევ­რო­პელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­თვის "ომის“ გა­მო­ცხა­დე­ბა­ში. სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მო­მენ­ტი, როცა პრე­ზი­დენ­ტი სპეც­რაზმთან მი­ვი­და და ჰკი­თხა სპეც­რაზ­მე­ლებს "ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, თუ რუ­სეთს"."სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ბოლო თვე­ებ­ში მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, რად­გან ბრი­უ­სე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მთავ­რო­ბამ ავ­ტო­რი­ტა­რულ ზო­მებს მი­მარ­თა და პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი მი­ი­ღო.

მმარ­თვე­ლი პარ­ტია აცხა­დებს, რომ არ არის პრო­რუ­სუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თგუ­ლია.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის 3,7 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნას აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა მიზ­ნად მი­ზა­ნი და დიდი ხანი იყო პოსტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ყვე­ლა­ზე პრო­და­სავ­ლუ­რი.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ყი­ნუ­ლი იყო", - წერს "გარ­დი­ა­ნი".

თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს "დო­ი­ჩე ველე".სტა­ტი­ა­ში გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სურს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ტია, რო­მელ­საც მისი მი­ლი­არ­დე­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს უკან, მოს­კო­ვი­სა­კენ", - ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

განაგრძეთ კითხვა