პრემიერი - ხაზგასმით ვამბობთ, საუბარია, საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე

ხაზგასმით ვამბობთ, საუბარია, საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებში ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ. აქ, საუბარია, მხოლოდ საბიუჯეტო გრანტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, თუ თუ რა თანხებზე ეუბნება საქართველოს მთავრობა ევროკავშირს უარს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ისინი ევროპული კურსის ერთგულები არიან.

„ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა, გუშინ, ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც, მაგრამ რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა, კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით დაგიდასტურეთ ეს ყველაფერი. მეორე - ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0,2%-ს. ხაზგასმით ვამბობთ, აქაც საუბარია, საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებში ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ. აქ, საუბარია, მხოლოდ საბიუჯეტო გრანტებზე და არა, დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები და შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, სწორედ იმ თანხებზე, რომელიც დღემდე გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ.

„ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ და ჩვენ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“- განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.