რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - "შესაძლოა ეს იყოს ბანკებში საკრედიტო პროცენტის აწევა, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, სანქციები..."

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვართ ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე ერი დიდი ის­ტო­რი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც მო­წყა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა ჩვენ­თვის უნდა გა­ი­ღოს... ვხე­დავთ, რომ ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი გა­მო­ყო­ფილ გრან­ტებ­სა და სეს­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნე­ბენ" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე არ იქ­ნე­ბა მზად, და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტად და რუ­სეთ­თან მო­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად აფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინ­გის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­გან­გე­ბოდ მი­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი. მისი გან­ცხა­დე­ბით, მან ელ­ჩებს მი­მარ­თა, რომ "ახ­ლა­ვე მი­ი­ღონ ყვე­ლა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც იყო ამ­დენ ხანს მი­სა­ღე­ბი". ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ არ და­კარ­გონ იმე­დი და არ ჩა­იკ­ლან პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა.

ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი:

- ესე­ნი პირ­და­პირ კონ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დი­ან. მათ ისე­დაც უზურ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამას ზედ ამა­ტებს იმას, რომ გვი­ცხა­დე­ბენ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი ჩვენს გეგ­მებ­ში არ შე­დი­სო, ანუ ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­სუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან. მათ და­ახ­ლო­ე­ბით იცოდ­ნენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცია დიდი ალ­ბა­თო­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბო­და, დრო არ გა­წე­ლეს და თვი­თონ გა­დად­გეს ეს ნა­ბი­ჯი, თით­ქოს თვი­თონ აჩე­რე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ცალ­სა­ხაა, რომ ამათ, რე­ა­ლუ­რად, ინ­ტეგ­რა­ცი­ის არა­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი არ აინ­ტე­რე­სებთ. უვი­ზო მი­მოს­ვლაც არის ის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი, რა­ზეც მათ ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რი უარს არ იტყვის, რად­გან ამით მა­ინც მო­სახ­ლე­ო­ბა ის­ჯე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი კომ­ფორ­ტუ­ლად არი­ან და გრძნო­ბენ, რომ ამ მე­ქა­ნიზ­მის მო­შო­რე­ბის გა­რე­შე მათ შე­უძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლონ მშვი­დად ცხოვ­რე­ბა და ამით ევ­რო­კავ­შირ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტეგ­რა­ცია ჩა­შა­ლონ. ჩვენ საქ­მე გვაქვს რაც გნე­ბავთ, ის და­არ­ქვით - პუტჩთან, ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან, თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან გას­ვლას­თან.

ბოლო წერ­ტი­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ამის შემ­დეგ სწრა­ფი ნა­ბი­ჯით უნდა მოხ­დეს იმ დარ­ჩე­ნი­ლი კავ­ში­რე­ბის მოკ­ვე­თა, გა­ნად­გუ­რე­ბა, რაც ჩვენ ევ­რო­პას გვა­კავ­ში­რებს. ახლა რა­საც ვუ­ყუ­რებთ, ეს ამ გეგ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, არა­ნა­ი­რი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან არ იქ­ნე­ბა, არა­ვის ჰქონ­დეს ამის ილუ­ზია.

კო­ბა­ხი­ძემ ის კი არ თქვა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი აღარ გვა­ინ­ტე­რე­სებს და აღარ მივ­დი­ვართ მას­თა­ნო, იფა­რი­სევ­ლა და თქვა, 2028 წლამ­დე არ ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზეო. გე­გო­ნე­ბა, 2028 წლის მერე მათ მიზ­ნებ­ში შე­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ან ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა. ჩვენ ხომ არ მოვ­ტყუვ­დე­ბით ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით და იმ რი­ტო­რი­კით, თით­ქოს „და­სავ­ლე­თი გვა­შან­ტა­ჟებს“, „მო­წყა­ლე­ბა“ არ გვინ­და და მსგავ­სი. ჩვენ გვეს­მის რა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი - ეს არის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე უა­რის თქმა.

- პუ­ტი­ნის უმალ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ქე­ბა რას ნიშ­ნავ­და, თით­ქოს ისი­ნი სინ­ქრონ­ში მოქ­მე­დე­ბენ...

- ამ გან­ცხა­დე­ბი­დან 40 წუ­თის შემ­დეგ პუ­ტინ­მა დადო მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა და აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია - რო­გორც ჩანს, ეს ბრძა­ნე­ბა კრემ­ლი­დან მო­ვი­და. დრო აღარ ით­მენს მოს­კო­ვის­თვი­საც, აგერ, სი­რი­ა­ში შე­უ­ტი­ეს, ალე­პოს­თან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მათი ჯა­რის­კა­ცი აიყ­ვა­ნეს ტყვედ, უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად აქვთ საქ­მე, ეკო­ნო­მი­კა ექ­ცე­ვათ, რუბ­ლი საით გა­ვარ­და, იცით და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოს­კო­ვის­თვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩე­ბა. მოს­კოვ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­ნამ კი­დევ უფრო გარ­თულ­და ვი­თა­რე­ბა, სა­ნამ ქარ­თვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რა ცუდ დღე­შია რუ­სე­თი, მა­ნამ­დე უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის და­ხურ­ვა და ამი­ტომ „ოც­ნე­ბას“ უთხრეს, მორ­ჩით ახლა მა­ი­მუ­ნო­ბას, ჩა­ა­ტა­რეთ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მო­ახ­დი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი და­ას­რუ­ლეთ იმით, რომ უარი თქვით ევ­რო­კავ­შირ­ზე.

- "ოც­ნე­ბის" ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცია?

- და­სავ­ლე­თის­თვის დიდ­წი­ლად ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გა­სა­გე­ბია და ერ­თა­დერ­თი, როცა ის თა­ვის მოქ­მე­დე­ბებს გეგ­მავს, პირ­ველ რიგ­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ზანს, რომ არ და­ზა­რალ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, ეს არის მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ანუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დას­ჯით ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ და­ზა­რალ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, "ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს სან­ქცი­ებს, მაგ­რამ ეს სან­ქცი­ე­ბი არ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. "ოც­ნე­ბა" ხომ სან­ქცი­ებ­მა უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ხვდე­ბი­ან, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მათ უსან­ქცი­ოდ არ და­ტო­ვებს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ახლა ცდი­ლო­ბენ, ევ­რო­კავ­შირ­თან ივაჭ­რონ. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, არა­ნა­ი­რი ვაჭ­რო­ბა არ გა­მო­ვა, და­სავ­ლე­თის უკან და­ხე­ვა არ იქ­ნე­ბა. ეს იყო "ოც­ნე­ბის" რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიზ­ნად ისა­ხავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­შო­რე­ბას ევ­რო­პის­გან.

განაგრძეთ კითხვა