რუსეთის ცენტრალური ბანკი ნავთობის ფასის 60 დოლარზე ქვემოთ დაწევის შემთხვევაში სირთულეებს პროგნოზირებს

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვა“ ნათქვამია, რომ გლობალური ეკონომიკის შენელების საფრთხე გრძელდება.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ განვითარებულ ეკონომიკებში ინდუსტრიული საქმიანობის შენელება იყო და ხაზგასმულია, რომ „ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებამ წელს გლობალური გავლენა იქონია“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ Brent ნავთობის ბარელის ფასი სექტემბერში 70 დოლარზე დაბლა დაეცა. შემდგომში ის აღდგა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების გამო. მინიშნებულია, რომ რუსეთში სახელმწიფო ბიუჯეტი ბარელი ნავთობის ფასის, 60 დოლარის ოდენობის, მიხედვით დაიგეგმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების ამჟამინდელი დონე საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ ის ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაეცემა, ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე სირთულეები შეიძლება წარმოიშვას “, - ნათქვამია მოხსენებაში,

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუბლის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებით დროებითია, „როგორც წინა სანქციები აჩვენებს, შეზღუდვები ინფრასტრუქტურულ სირთულეებს უქმნის საგარეო ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ ვალუტის კურსის დინამიკა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ფუნდამენტური ფაქტორებით განისაზღვრება“.

ნათია ზარიძე