მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გადახდილი დივიდენდების ჯამური მოცულობა წლიური თვალსაზრისით 3,1%-ით გაიზარდა და 431,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლის ამ პერიოდისთვის რეკორდია.
ამის შესახებ Janus Henderson Investors-ის კვლევაშია ნათქვამი.
გასულ კვარტალში გადახდილი დივიდენდების ოდენობით ლიდერები იყვნენ China Construction Bank, China Mobile, PetroChina, და Microsoft და Alibaba Group Holding.
ათეულში ასევე მოხვდნენ Commonwealth Bank of Australia, Apple, CNOOC, Exxon Mobil და ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი.