როგორ დასრულდა ქართული კომპანიებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობა

29 ნოემბრის ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ და „ჯეო კაპიტალისთვის“ აქციების ფასების კლებით დასრულდა.

უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 6.21%%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 4,685 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. კომპანიის კაპიტალიზაცია 2,222 მლრდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 5.90%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი 3,030 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის კაპიტალიზაცია 1,814 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციების ფასი 3.11%-ით შემცირდა, ერთი აქციის ფასი 1,182 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის კაპიტალიზაცია 482.62 მლნ გირვანქა სტერლინგია.

ნათია ზარიძე