მიმდინარე კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.041 ლარით გაუფასურდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა.

25 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8772 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.8548 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0224 ლარი შეადგინა.

26 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7421 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8841 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0069 ლარი შეადგინა.

27 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8856 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

28 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8907 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

29 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0376 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0441 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.041 ლარით, ევროსთან მიმართებით კი 0.08 ლარით გაუფასურდა.