სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებიც ნაწილიც გაემიჯნა.

ამასთან დაკავშირებით, სააგენტოს თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს ამ დრომდე 25 თანამშრომელი აწერს.

მათი განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე.

„სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვემორე ხელმომწერ თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, ვსარგებლობთ რა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით, ვემიჯნებით აღნიშნულ განცხადებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობა, ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაკავშირებულია ევროკავშირთან დაახლოებასა და ინტეგრაციასთან, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას. მას შემდეგ, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირებაზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებსა და დირექტივებთან. ამ მხრივ, სააგენტოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დღემდე, რაც აისახება ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში. როგორც ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები, ვმუშაობდით და დღემდე ვმუშაობთ საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების პრინციპების დაცვით. ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილი ეთმობა ევრო რეგულაციების დანერგვას საქართველოში. ამიტომ, კითხვებს ბადებს პრემიერ-მინისტრის განცხადების ეფექტი ჩვენს საქმიანობაზე რა გავლენას იქონიებს. გაურკვეველია ჩვენი სამომავლო ურთიერთობის როლი ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ უწყებებთანაც. ხელმომწერი თანამშრომლები აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის სასწავლო პროგრამებში და სამუშაო ჯგუფებში. ამჟამად, ჩვენთვის გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება ჩვენი ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში, თუ სახელმწიფო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომლითაც საქართველო დაშორდება ევროპულ ოჯახს. ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ელენე ჭეჟია - სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი;

თამარ ლუტიძე - ხარისხის მართვის დეპარტამენტი;

ნანა ცინცაძე - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

როსტომ მასურაშვილი - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ინგა ჟღენტი - საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი;

ნინო კვესიტაძე - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი ;

თორნიკე წინწალაშვილი - ხარისხის მართვის დეპარტამენტი;

ბექა ბარქაია - ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

პაატა ბალხამიშვილი - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ნატალია რუდკო - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ნინო წოტოიძე - სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი;

ხათუნა აბაშიძე - სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი;

ვერიკო ბახტაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

აკაკი მაისაია - უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;

ელისო ასლანიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

სალომე სანიკიძე - პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი;

ლევან გელაშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დავით ჭეიშვილი - ჰაერსანაოსო მომსახურების დეპარტამენტი;

მაგდალინა ქარქუსაშვილი - უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;

თინათინი ბარბლიშვილი ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ნიკა ხვედელიძე - უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;

ზაზა შუბითიძე - უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;

დათო სარჯველაძე - ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

თამილა აფაქიძე - (ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი);

ზაზა გენგაშვილი - (ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი).