„ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, შეაჩეროს EU-ში ინტეგრაციის პროცესი“ - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ მისი წევრებისთვის ევროკავშირთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია.

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ამიტომ ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის - თავისუფლება, ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.

ასევე ვგმობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია ზარიძე