„ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები ევროკავშირთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, „ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება არის შესაძლებლობა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობიდან დადგა დღის წესრიგში. ამდენად, მისი გამოყენება არის ჩვენი ქვეყნის შანსი, ხოლო არგამოყენება იქნება დიდი დანაშაული ქვეყნის წარსულთან, მის აწმყოსა და მომავალთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს გამოხატავს და კონსტიტუციით არის გამყარებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
• საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია;
• ასოციაცია მომავლის ფერმერი;
• მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია;
• საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია;
• კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია;
• საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;
• გაერთიანება ქართული ხორბალი;
• საქართველოს ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია;
• საქართველოს ტყის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია.