ზეთის მრავალფეროვანი არჩევანი „ჩემი მარაგის“ განახლებულ ასორტიმენტში

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ აგრძელებს ასორტიმენტის გაფართოებას და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი არჩევანის შეთავაზების შესაძლებლობას. საოჯახო მარაგები უკვე შევსებულია 250-მდე დასახელების მარცვლეულით, ბურღულეულით, ჩირეულითა და თხილეულით. ახლა კი ამ პროდუქციას საუკეთესო ხარისხის ჩაი და ზეთი ემატება. მომხმარებელს საშუალება ეძლევა აარჩიოს 5 სხვადასხვა არომატის ჩაი და 10-მდე სახეობის ზეთი, რაც მოიცავს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო წარმოების პროდუქციას.

დღევანდელ სტატიაში გაიგებთ, თუ რომელი ზეთი რა გემოვნური მახასიათებლების მატარებელია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რა ნივთიერებებს შეიცავს და როგორ გამოიყენება კულინარიაში.

მზესუმზირის ზეთი

მზესუმზირის ზეთი თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი პროდუქტია. მზესუმზირის ზეთი იდეალურია კერძების შეწვისას, რადგან მაღალ ტემპერატურაზე მისი კვებითი ღირებულებები არ იკარგება. ზეთის ნეიტრალური და მსუბუქი გემოდან გამომდინარე კი, ის კერძში სხვა ინგრედიენტების გემოებს არ ფარავს. ამასთან ერთად, მზესუმზირას ზეთი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტით (ვიტამინი E) და ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც იდეალურია კანისა და გულის ჯანმრთელობისთვის.

mzesumziris_zeti

სიმინდის ზეთი

simindis_zeti

შესაწვავად კიდევ ერთი იდეალური ვარიანტი სიმინდის ზეთია, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურად არის შესაძლებელი. მზესუმზირის ზეთის მსგავსად მისი ნეიტრალური გემო არაჩვეულებრივად ერწყმის ინგრედიენტებს შეწვისას და მოთუშვისას. ის ასევე გამოიყენება ცივი კერძების მოსამზადებლად.

ზეითუნის ზეთი

უნიკალური ზეთისხილის არომატით გამორჩეული ზეითუნის ზეთი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. ის შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის, ვიტამინების ჯგუფს, ჯანსაღ ცხიმებსა და ლინოლის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს. გასაკვირი არაა, რომ ზეითუნის ზეთი, სასარგებლო შემადგენლობის გამო, სპორტსმენების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია.

ზეითუნის ზეთის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებსაც ერთმანეთისგან დამზადების წესით განასხვავებენ.

ზეითუნის ზეთი Exta Virgin: ექსტრა ვირჯინი არარაფინირებული ზეთია, რომელიც ცივი დაწურვის მეთოდით მზადდება და რეკომენდებულია, რომ შეწვისას არ გამოიყენოთ. მისი ნაზი გემო იდეალურად ერწყმის სალათებს, პასტას და სოუსებს. ამ ზეთს ხშირად გამოიყენებენ ბერძნულ სამზარეულოში, არის საოცრად ჯანსაღი და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი.

ზეითუნის ზეთი Extra Light: უფრო ნაზი გემოების მოყვარულებისთვის ექსტრა ლაითი შესანიშნავი პროდუქტია. მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ ყოველდღიურად შეწვისას და ცხობისას. იმდენად მსუბუქი არომატის მქონე ზეთია, რომ კერძი თავის გემოზე არ გადაჰყავს და ავთენტურ გემოვნურ მახასიათებლებს უნარჩუნებს.

zeituni zeituni

გოგრის თესლის ზეთი

გოგრის თესლის ზეთი თავისი ჯადოსნური არომატითა და ღრმა მომწვანო ფერით ნებისმიერ კერძს განსაკუთრებულს გახდის. საოცრად უხდება სალათებს, წვნიანებსა და გამომცხვარ ბოსტნეულს - ოღონდ როგორც დრესინგი. ამასთან ერთად, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, თუთიით, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. გოგრის ზეთი გაცხელებისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს, ამიტომ რეკომენდირებულია მისი მიღება ცივ მდგომარეობაში.

gogris

კახური ზეთი

ქართული სამზარეულოს გამორჩეული გემო - კახური ზეთი საოცარ არომატთან ერთად ყველაზე სასიამოვნო მოგონებების მომტანიცაა. ახალი კიტრი-პომიდვრის სალათაზე მოსხმული კახური ზეთი, ცხელ-ცხელ პურსა და ყველთან ერთად - ქართული სამზარეულოს მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ქართული მზესუმზირისგან დამზადებული კახური ზეთი არა მხოლოდ დახვეწილი არომატით გამოირჩევა, არამედ შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, D, E და ასევე ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს.

ნიგვზის ზეთი

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული და უნიკალური პროდუქტი, ნიგვზის ზეთი, გემოვნურ მახასიათებლებთან ერთად ჯანსაღი კვების მიმდევრებისთვისაც იდეალური პროდუქტია. მისი რეგულარული მიღება აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას. არ გამოიყენება შეწვის დროს. თუმცა იდეალურია ცივი კერძების, სალათებისა და სოუსების შესაზავებლად.

სელის, სეზამისა და ჩიას თესლის ზეთი

ზეთის სახეობის ეს სამეული, დელიკატური არომატების მოყვარულებს, გამორჩეულ გემოებს ჰპირდება. სელის, სეზამისა და ჩიას თესლის ზეთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევიან და მრავალ საჭირო ნუტრიენტს შეიცავენ. სელისა და ჩიას თესლი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, ხოლო სეზამი - E ვიტამინის. ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების ერთობლიობა აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, კანის ელასტიკურობასა და ტვინის ფუნქციონირებას. ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობის, მსუბუქი, დელიკატური გემოს მქონე სელის ზეთი, ნაზი და არაგამოკვეთილი არომატის მქონე სეზამის ზეთი და რბილი ჩიას ზეთი უხდება ცივ კერძებს, მათ შორის, სალათებს, ბოსტნეულსა და სხვადასხვა გარნირებს.

ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ არსებული ზეთების სრული ასორტიმენტი შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინშეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

www.facebook.com/chemimaragi

(R)