„შატო ვარციხე“ - ვწყვეტთ საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას

„შატო ვარციხე“ საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას წყვეტს, - განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობას იქამდე აჩერებენ, ვიდრე ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე არ დაბრუნდება.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „შატო ვარციხე“ წყვეტს საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე დაბრუნებამდე“, - აღნიშნულია „შატო ვარციხეს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე