„ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს - „ალტა“

ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს“, - ამის შესახებ აღნიშნულია „ალტას“ განცხადებაში.

„საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს“, - აღნიშნულია „ალტას“ განცხადებაში, რომელსაც კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე