„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ - „პროკრედიტ ბანკი“ გენერალური დირექტორი

წინ ევროპისკენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექსი მატუა.

მატუა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე