„ყველა დიპლომატი, მასწავლებელი, საჯარო მოხელე, ვინც გადადგომით საფრთხის ქვეშ აყენებს მის საარსებო წყაროს, გმირია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„გმირები არიან ისინი, ვინც სიცივეში ქუჩებში დგანან, მაგრამ ასევე ყველა დიპლომატი, მასწავლებელი, სახელმწიფო მოხელე და საჯარო მოხელე გმირია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის საარსებო წყაროს გადადგომით, ასევე განცხადებების გაცემით ან თუნდაც სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტების წერით. მომავალი თაობები სამუდამოდ მადლიერი იქნებიან თქვენი მსხვერპლისთვის“, - წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.
პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.
ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.