ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს - დიმიტრი აბდუშელიშვილი

„საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა“, - ასე ეხმიანება ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი შეფერხება ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს.

„საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები.

ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ.

არ მოსულა, ჩვენი შვილების ტოლა გოგო ბიჭებზე და თანამოქალაქეებზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მომავლის ქვეყანა უნდათ“, - წერს დიმიტრი აბდუშელიშვილი.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.

პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.

ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.

მერი ტაბატაძე