ევრო 3.12 ლარს, დოლარი კი 2.96 ლარს გადასცდა - რა ღირს უცხოური ვალუტა ბანკებში

ეროვნული ბანკის მიერ 29 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9348 ლარია.

თუმცა, დღეს, 2 დეკემბრის 14:20 საათისთვის, bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.8750 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ივაჭრება კომერციულ ბანკებში დოლარი და ევრო. ამჟამინდელი მონაცემები ასე გამოიყურება:

„თიბისი ბანკში“ - 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9620 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7980 ლარად. 1 ევრო 2.9300 ლარი ღირს, მისი ყიდვა 3.1260.

„საქართველოს ბანკში“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9500 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8100 ლარად შეეძლებათ. 1 ევროს შეძენა 3.1160 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.9410 ლარად.

„ლიბერთი ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9400 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8200 ლარად შეეძლებათ. 1 ევრო 3.0980 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 2.9570 ლარი.

„ბაზისბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9350 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7650ლარად შეეძლებათ. 1 ევროს ყიდვა 3.1280 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 2.8640 ლარად.

„ხალიკ ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9550 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8050 ლარად შეეძლებათ. 1 ევროს შეძენა 3.1200 ლარად არის შესაძლებელი, მისი გაყიდვა 2.9300 ლარად.

ნინი ქეთელაური