ქართულმა ბრენდმა, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, E-commerce გაშვება შეაჩერა.
„საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, MACH & MACH-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს E-commerce გაშვება, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო მოვლენა, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია.საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
MACH & MACH არის ქართველი დიზაინერების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და რომლის დიზაინერებიც არიან დები - გვანცა და ნინა მაჭარაშვილები. ბრენდი დაფუძნებულია თბილისში.
MACH & MACH-ის გაყიდვები თითქმის სრულად ევროპასა და ამერიკაზე მოდის.