„აგრუნი" საკუთარ სტუდენტებსა და ლექტორებს აქციაზე ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში დაეხმარება. ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს.
„კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დაეხმარება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“,- წერს უნივერსიტეტი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.