ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
ამასთან, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან წამოსულ ახალგაზრდებს თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული.
მათ თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.
მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე დატოვეს.