სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის მწვანილი, ნიორი და პომიდორი.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ნოემბერში გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
- მწვანილი - 85.1%
- ნიორი - 62.2%
- პომიდორი - 49%
- კიტრი - 44.8%
- წიწაკა - 43%
- ბადრიჯანი - 138%
- კივი - 33%
- ფორთოხალი - 30%
- კომბოსტო - 28%
- მწვანე ლობიო 22.6%