საქართველოში მიმდინარე პროცესებს არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება თავისებურად გამოეხმაურა. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ გუშინ სასწავლო პროცესი მთელ რიგ სკოლებში შეწყდა, რომელთა მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
თავდაპირველად სასწავლო პროცესი კერძო სკოლებმა შეაჩერეს, ხოლო მოგვიანებით მათ საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ, მათ შორის რეგიონებიდან.
სწავლა შეჩერდა უმაღლეს სასწავლებლებშიც.
აღსანიშნავია, რომ სია მუდმივად განახლებადია.