ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და სხვა ევროპული დონორების მიერ საქართველოში მომავალ წელს 1.2 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები დაფინანსდება, მათ შორის, დიდი ნაწილი არის ინფრასტრუქტურული.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად ყველაზე დიდი მოცულობის თანხა - 200 მლნ ლარი დაიხარჯება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობაზე. აღნიშნული პროექტის დონორი ევროპულ EBRD-თან ერთად აზიური ADB-ც არის. თუმცა, რა თანხაა გამოყოფილი კონკრეტულად ცალკეული ინსტიტუციების მიერ, ბიუჯეტის პროექტში დაკონკრეტებული არ არის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის მიხედვით იმ ინფრასტრუქტურული (და არა მარტო) პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება 2025 წელს ძირითადად ევროპული საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით იგეგმება. (აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პროექტში შესულია აზიური დონორიც).
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB, EBRD) – 200 მლნ ლარი
- სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU) – 180 მლნ ლარი
- თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) – 120 მლნ ლარი
- იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – 113.2 მლნ ლარი
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) – 70 მლნ ლარი
- ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) – 60 მლნ ლარი
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – 50 მლნ ლარი
- ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) – 45 მლნ ლარი
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) – 45 მლნ ლარი
- თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) – 39 მლნ ლარი
- მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) – 30 მლნ ლარი
- მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) – 30 მლნ ლარი
- თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) – 30 მლნ ლარი
- საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) – 30 მლნ ლარი
- გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) – 24 მლნ ლარი
- კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) – 20 მლნ ლარი
- ხელედულა-ლაჯანური-ონი (EU-NIF,KfW) – 20 მლნ ლარი
- ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანურის ხაზების მშენებლობები. (EBRD, EU-NIF, KfW) – 20 მლნ ლარი
- პროფესიული განათლება I (KfW) – 20 მლნ ლარი
- აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) – 20 მლნ ლარი
- 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) – 18 მლნ ლარი
- ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EIB, EU) – 16 მლნ ლარი
- ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD, SIDA) – 15 მლნ ლარი
- თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) – 15 მლნ ლარი
- ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) – 10 მლნ ლარი
- თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) – 10 მლნ ლარი
- საქართველო-ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი (EIB) – 5.4 მლნ ლარი
- ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (ბათუმის საბავშვო ბაღები) (KfW) – 5 მლნ ლარი
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) – 5 მლნ ლარი
- მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) – 5 მლნ ლარი
- თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) – 4 მლნ ლარი
- საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტი (AFD) – 1.650 მლნ ლარი
- შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი (EBRD) – 500 ათასი ლარი
- ენერგოეფექტურობის ღია პროგრამა (საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა) (KfW) – 500 ათასი ლარი
- ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების პროგრამა (EBRD) – 300 ათასი ლარი
აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი პროექტების ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია, ნაწილის დაწყება კი მომავალი წლიდან იგეგმება.