2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ოქტომბერში ბანკების მიმართ 2 908 საჩივარი დაიწერა, 2023 წლის იგივე პერიოდში -2 685.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი სამომხმარებლო სესხებზე, მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის ოქტომბერში) ასე გამოიყურება:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1189 ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მოდის, შემდეგია
ტრანზაქციები 999 განაცხადით, მესამე ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება - 416 საჩივრით.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში 2 908 საჩივრიდან ბანკებმა 1070 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 1346 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 490 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 2 განაცხადის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.