ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი ლიტრზე 0,01 – 1,48 ევროთი, დიზელის საწვავის საშუალო ფასი კი ლიტრზე 0.02 – 1,44 ევროთი გაიზარდა.
ამავე ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირია ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.
30 ნოემბრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.34 ევროს, დიზელის საწვავი - 1,93 ევროს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.96 ევროს, დიზელის საწვავი - 1,73 ევროს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,77 ევროს, დიზელის საწვავი - 1.70 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,477 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,51 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,59 ევრო, დიზელის საწვავი - 0,60 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.173 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.80 ევროს , დიზელის საწვავი - 1.17 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,621 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,30 ევროს; დიზელის საწვავი - 0,57 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.18 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.19 ევროს, დიზელის საწვავი - 1.21 ევროს
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,998 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.18 ევროს; დიზელის საწვავი - 1.04 ევროს;
დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში: