საქართველო Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე 2025 წელს დაჯავშნილ 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
Flash Pack-ის ტოპ 10 ყველაზე პოპულარული მოგზაურობის ჯავშნები 2025 წელს:
1. შრი-ლანკა
2. იაპონია
3.ფინეთი
4. ბორნეოს კუნძული
5. ტაილანდი
6.ფილიპინები
7. კოსტა რიკა
8. ახალი ზელანდია
9. საქართველო
10. გვატემალა
Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე 40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაჯავშნა. პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული ადგილების, ტურისტული აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.