ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 დეკემბერი „საქართველოს ბანკის ჯგუფმა“ აქციების ფასის კლებით, „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ და „ჯეო კაპიტალმა“ აქციების ფასების ზრდით დაასრულა.
უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 0.32%-ით შემცირდა. კომპანიის ერთი აქციის ფასი 4,665 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. კომპანიის კაპიტალიზაცია 2,081 მლრდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 0.66%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი 3,045 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის კაპიტალიზაცია 1,704 მლრდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციების ფასი 2.46%-ით გაიზარდა, ერთი აქციის ფასი 1,166 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის კაპიტალიზაცია 450.18 მლნ გირვანქა სტერლინგია.